გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

გულიაშვილის დუბლი - რასინგი ანდორასთან განადგურდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში, გიორგი გულიაშვილის „რასინგ სანტანდერი“ სტუმრად „ანდორას“ დაუპირისპირდა და 6:2 განადგურდა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, „რასინგი“ გულიაშვილის დუბლით 2:0 დაწინაურდა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, მე-16 წუთზე კი მასპინძელთა კარში მეორე გოლი გაიტანა.

„რასინგმა“ ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში გაანიავა. 34-ე წუთზე სედრამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 42-ე წუთზე კი ლაუტიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გულიაშვილის გუნდმა კიდევ 3 უპასუხო ბურთი მიიღო. ამასთან, 73-ე წუთზე სტუმრებს კაციც გაუგდეს, რამაც „რასინგის“ თამაშს საბოლოო დაღი დაასვა.

გიორგი გულიაშვილმა „რასინგის“ შემადგენლობაში ლა ლიგა 2-ში მე-11 მატჩი ჩაატარა და დღევანდელი დუბლით 5 გოლი დააგროვა. ასევე, მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა.

მარცხის მიუხედავად, „რასინგ სანტანდერი“ სატურნირო ცხრილში 62 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, საკუთარ მოდეანზე მესამეადგილოსან „ალმერიასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონში მეორედ | ხარატიშვილმა დუკლასთან კარი მშრალად შეინახა
სეზონში მეორედ | ხარატიშვილმა დუკლასთან კარი მშრალად შეინახა