გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

ფროზინონეს გამარჯვება პადოვასთან - კვერნაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

იტალიის სერია B-ს 33-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „პადოვას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი ორივე გუნდის შემადგნელობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მართალია, კვერნაძეს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა ამ 74 წუთის განმავლობაში აქტიურობდა და მეტოქის კართან არა ერთი სახიფათო სიტუაცია შექმნა.

ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 46 შეხება, 21-დან 18 ზუსტი პასი, 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 დარტყმა - 1 ძელს მოხვდა, 1 კი მეკარემ აიღო, 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 ართმევა, 13-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 7.5 ქულა.

მიმდინარე სეზონში, გიორგი კვერნაძემ სერია B-ში 31-ე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„ფროზინონე“ 33 ტურის შემდეგ, 68 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „ვენეციასთან“ თანაბარ ქულაშია, თუმცა ვენეციელები 33-ე ტურში თავის მატჩს ხვალ გამართავენ. „ფროზინონე“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „პალერმოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 10 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეცმა 10-კაციან ნანტს ვერ მოუგო - წიტაიშვილი სასტარტოში იყო, აბუაშვილი 87-ე წუთზე შეიყვანეს
მეცმა 10-კაციან ნანტს ვერ მოუგო - წიტაიშვილი სასტარტოში იყო, აბუაშვილი 87-ე წუთზე შეიყვანეს