ისტორიული გამარჯვება - წყალბურთელთა ნაკრები Danube Cup-ის ჩემპიონია!
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები Danube Cup 2026-ის ჩემპიონია.
ქართველმა წყალბურთელებმა გადამწყვეტ მატჩში სლოვაკეთის ნაკრები 18:16 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. სლოვაკეთის წინააღმდეგ საუკეთესო ბომბარდირი 4 გოლით ნიკა შუშიაშვილი გახდა, 3 გოლი ჰქონდა დუშან ვასიჩს, 2-2 ვატო დადვანს, ხვიჩა ჯავახიას და ანდრია ვლაჰოვიჩს, 1-1 გოლი კი ბესარიონ ახვლედიანმა და შტეფან პიეშივაცმა მიითვალეს.
საგულისხმოა, რომ ტურნირის საუკეთესესო მეკარე ჩვენი გუნდის კარის დარაჯი, ირაკლი რაზმაძე გახდა.
საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრების გარდა ავსტრალიისა და კანადის ნაკრებებსაც მოუგეს. ქართველი წყალბურთელები Danube Cup 2026-ზე ისტორიაში პირველად ასპარეზობდნენ და პირველივე მცდელობაზე ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.