18-წლამდე ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა | ქართველი მორაგბეების წარმატებული მატჩი
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით, მესამე მატჩში ირლანდიას 39:29 მოუგო.
საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელო საბა გიორგაძის, ალექსანდრე გამყრელიძის (2), გიორგი ბერძენიშვილისა და საბა მერებაშვილის ანგარიშზეა. ლუკა ჭაკუამ 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა მორაგბეებმა პირველი მატჩი ინგლისელებთან დათმეს (33:66), მეორე მატჩი - სამხრეთ აფრიკასთან (0:20).
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან ასეთი იყო:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ალექსანდრე მამაიაშვილი, 13. დავით ახვლედიანი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. საბა გიორგიძე, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. საგა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. ნიკოლოზ ფანცულაია, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. გოგა ბერიძე; 24. ბართლომე ხამაშურიძე 25. ლუკა მუშკუდიანი, 26. ლუკა შულაია
ფოტოზე: მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე მორაგბეებთან ერთად