ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ცვლილებაზე შევიდა და პრეასისტი შეასრულა | ზურიკოს სენტ-ეტიენის გამარჯვება

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ კედლებში „კლერმონს“ დაუპირისპირდა. „მწვანეებმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში იასპარეზეს დამაჯერებლად და „სოშოს“ 3:0 დამარცხების შემდეგ, ამჯერად, 3:1 მოიგეს.

ზურიკომ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მის გარეშე „სენტ-ეტიენმა“ ორი ბურთი შეაგდო. 41-ე წუთზე ტიერნო ბალოს გადაცემით ირვინ კარდონამ ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 54-ე წუთზე ბალომ „სენტ-ეტიენის“ მეორე გოლი გაიტანა.

დავითაშვილი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო და აქტიური იყო. 68-ე წუთზე ზურიკომ მოწინააღმდეგეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, სამ წუთში კი საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და პრეასისტი შეასრულა. დავითაშვილის პასის შემდეგ არონ შონგვაიმ იაკობ ბრუმს გაატანინა. „კლერმონმა“ პრესტიჟის გოლი 89-ე წუთზე შეაგდო.

ცნობისთვის, „სენტ-ეტიენს“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „მწვანეები“ მომდევნო შეხვედრას 22 აგვისტოს გამართავენ და თბილისის დროით, 22:00-ზე „გრენობლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდი სულ სხვა დონეზე აჰყავს“ - Mundo Deportivo მიქაუტაძეზე
„გუნდი სულ სხვა დონეზე აჰყავს“ - Mundo Deportivo მიქაუტაძეზე