გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გუნდი სულ სხვა დონეზე აჰყავს“ - Mundo Deportivo მიქაუტაძეზე

ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo „ვილიარეალის“ ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე წერს და აღნიშნავს, რომ სწორედ ქართველის გარშემო უნდა ააწყოს გუნდი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა.

„ვილიარეალის“ შემადგენლობაში რომელიმე ცალკეული ფეხბურთელის გამორჩევა რთულია. ამ გუნდის მთავარი ძალა კოლექტიური ძალისხმევაა. პეპეს, მოლეიროს, კომესანიას, გეიეს, აიოზეს და მორენოს „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სულ სხვა დონეზე გიორგი მიქაუტაძეს აჰყავს. მორენოსა (34) და აიოზეს (32) ასაკის გათვალისწინებით „ვილიარეალმა“ მომავალი მიქაუტაძეს უნდა დაუკავშიროს.

„ვილიარეალმა“ მიქაუტაძე 2025 წელს 30 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც ესპანური კლუბისთვის სარეკორდო თანხა იყო. გიორგიმ ეს ნდობა გაამართლა. დინამიკური ფორვარდი, ცივსისხლიანი „ფინიშერი“ და უნივერსალი - მიქაუტაძე კლუბმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ მოიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ „ვილიარეალმა“ ევროსარბიელზე ვერაფერი ქნა, საქართველოს ნაკრების ფორვარდი უახლოეს წლებში გუნდის საკვანძო მოთამაშედ დარჩება. მისი კონტრაქტი 2031 წლამდეა გათვლილი. 13 გოლი და 6 ასისტი ლა ლიგაში - ასეთი იყო მიქაუტაძის სტატისტიკა გასულ სეზონში.

მას შეუძლია როგორც 4-4-2 სათამაშო სქემაში, ისე 4-2-3-1-ში, რომელიც შესაძლოა „ვილიარეალის“ ახალმა თავკაცმა, ინიგო პერესმა გამოიყენოს. გარდა ამისა, მიქაუტაძეს დიდი წვლილი შეაქვს კოლექტიურ პრესინგში, რაც ასევე პერესის გუნდებს ახასიათებს“.

ცნობისთვის, „ვილიარეალი“ ლა ლიგის პირველ ტურში სანტანდერის „რასინგს“ შეხვდება. გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი გულიაშვილის გუნდების დაპირისპირება 16 აგვისტოს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაზრდილ დატვირთვებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა“ | კიტეს დაბრუნების თარიღი უცნობია
„გაზრდილ დატვირთვებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა“ | კიტეს დაბრუნების თარიღი უცნობია