„მათი მოსვლით კმაყოფილი ვარ“ | უდინეზეს მწვრთნელი ჩაკვესა და სხვა ახალ ფეხბურთელებზე
„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა კლუბის ახალწვეულებზე ისაუბრა. „პატარა ზებრების“ დამრიგებელი გუნდში მოსული ფეხბურთელებით კმაყოფილია, თუმცა არ მალავს, რომ 2026/27 წლების სეზონში „უდინეზეს“ მისია სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება.
„გიორგი ჩაკვეტაძის, უნაი გომესისა და მერგიმ ვოივოდას მოსვლით კმაყოფილი ვარ. ისინი იმ კალიბრის ფეხბურთელები არიან, როგორებიც გვჭირდება. კრისტენსენისა და ატას სახით ორი საკვანძო მოთამაშე დავკარგეთ და დარწმუნებული ვარ, დრო დაგვჭირდება, თუმცა მჯერა, სიტუაციას გავუმკლავდებით.
ჩვენი მთავარი მიზანი სერია A-ში დარჩენაა. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს რეგიონი და კლუბი ძალიან მიყვარს. ახლა ყველამ იცის, კოსტა რუნიაიჩი ვინ არის, როგორ მუშაობს და რა დამოკიდებულება აქვს“.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, „უდინეზე“ იტალიის თასზე იასპარეზებს და „პადოვას“ დაუპირისპირდება. „პატარა ზებრები“ სერია A-ს პირველ შეხვედრას 22 აგვისტოს გამართავენ და „კომოს“ უმასპინძლებენ.