ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი მარჯვენა ფეხი ვერცხლისწყლისგანაა დამზადებული“ - მენესი კვარაზე

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენესმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ნაჩვენები თამაში შეაფასა.

„გოლის გატანამდე მას საკმაოდ საშუალო მატჩი ჰქონდა. თუმცა, მან თავის დაუჯერებელ სტილში გაიტანა. კვარას დარტყმა მარჯვენა ფეხით იმდენად მძლავრია, თითქოს მისი მარჯვენა ვერცხლისწყლისგან არის დამზადებული. ის ბურთს წარმოუდგენელი სიმსუბუქით გზავნის პირდაპირ ახლო ძელთან.

მან ძალიან, ძალიან კარგი გამოხმაურება მიიღო. როგორც ყოველთვის, დაცვაში ბურთი რამდენჯერმე ძალიან, ძალიან მაგრად დაიბრუნა.

მეორე ტაიმში ის შედარებით ნაკლებად შესამჩნევი იყო. მაგრამ ჯერ სეზონის დასაწყისია. მან უკვე დაამტკიცა, რომ შეგვიძლია მისი იმედი გვქონდეს”.

- განაცხადა მენესმა თავის იუთუბ არხზე საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა და პსჟ 16 აგვისტოს (22:45), მორიგი ტიტულის მოგებას შეეცდებიან. საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში მათი მეტოქე „ლანსი” იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები