ბექა გორგაძე
Aa
Aa

3 ლელო და 185 ბოჭვა - გორგაძე საუკეთესოებს შორის მოხვდა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ძალიან ბევრი მოთამაშე ასპარეზობს, თუმცა სტაბილურობის თვალსაზრისით აუცილებლად გამოსარჩევია ბექა გორგაძე, რომელმაც კიდევ ერთი კარგი სეზონი ჩაატარა და 30 წლის ქართველის კაპიტნობით „პო“ არსებობის ისტორიაში TOP 14-ის პლეი ოფში პირველად მოხვდა.

როგორც ინდივიდუალურად ძლიერი თამაში, ასევე გუნდისთვის გაწეული დახმარება გორგაძეს TOP 14-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სათანადოდ დაუფასა და საუკეთესო 8 ნომრების პოზიციაზე იმ ლაურეატებს შორის დაასახელა, რომელთა შორისაც საუკეთესო ამავე საიტზე გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. ბექამ გასულ სეზონში მოედანზე გატარებულ 1219 წუთის მანძილზე 3 ლელო დადო, ბურთი 230-ჯერ წაიღო, ბურთით 611 მეტრი დაფარა, 14 ორთაბრძოლა მოიგო და 185 ბოჭვა შეასრულა.

ცნობისათვის, მერაბ შარიქაძის დისკვალიფიკაციის გამო, ბექა გორგაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი გახდა და იმ შეხვედრებში, სადაც მონაწილეობას იღებს, სამკლავური სწორად მას უკეთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდი პატივია“ - ამაშუკელი ახალი ზელანდიის სამხრეთაფრიკული ტურნეს ფარგლებში 5 შეხვედრაში იმსაჯებს
“დიდი პატივია“ - ამაშუკელი ახალი ზელანდიის სამხრეთაფრიკული ტურნეს ფარგლებში 5 შეხვედრაში იმსაჯებს