საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან ტესტ-მატჩს გამართავენ

2029 წელს ბორჯღალოსნები ავსტრალიაში ჩავლენ და ვოლაბებთან ტესტ-მატჩს გამართავენ. ცნობილია, რომ შეხვედრა თაუნსვილში გაიმართება, ზუსტი თარიღი კი მოგვიანებით დაზუსტდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2027 წლის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნები თაუნსვილში რუმინეთს 3 ოქტომბერს შეერკინებიან.

საქართველოს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ აქამდე სამჯერ უთამაშია. პირველი ორი შეხვედრა მსოფლიო თასის ფარგლებში შედგა და 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე, მეტოქეს 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, თუმცა დასკვნით წუთებში ორი ლელო გავუშვით და საბოლოოდ ავსტრალიამ 27:8 იმარჯვა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში ვოლაბები ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და სამი ჯარიმით დაწინაურდნენ (21:3). შესვენების შემდეგ ინიციატივას საქართველო დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ორიც თავად გაუშვა - 35:15.

2024 წლის 20 ივლისს ბორჯღალოსნები ვოლაბებს პირველად შეხვდნენ მსოფლიო თასს მიღმა. სიდნეიში გამართულ სანახაობრივ მატჩში ავსტრალიას 4 ლელო გავუტანეთ და ბოლომდე თამაშში დავრჩით, თუმცა გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩათ - 40:29.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი მებრძოლია, შეუძლია, ჩემპიონი ისევ გახდეს“ | მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა
„კარგი მებრძოლია, შეუძლია, ჩემპიონი ისევ გახდეს“ | მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა