ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„გაზრდილ დატვირთვებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა“ | კიტეს დაბრუნების თარიღი უცნობია

„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა, რომელსაც წვივის კუნთის ტრავმა აწუხებს. ინგოლიჩის მიხედვით, „კიტეს“ გაზრდილ დატვირთვებზე არასათანადო რეაქცია ჰქონდა და უცნობია, როდის დაბრუნდება.

„გასულ კვირას, ოთარ კიტეიშვილი გაზრდილ დატვირთვებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა და შედეგად, დაბრკოლებები გაჩნდა. სწორედ ამიტომ, მისი სარეაბილიტაციო პერიოდი შედარებით მეტხანს გაგრძელდება.

ახლა ვცდილობთ, დეტალურად გავარკვიოთ, პრობლემა რამ გამოიწვია და ახალი სავარჯიშო გეგმა შევიმუშაოთ. ამ მომენტისთვის, ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება და ოთარი როდის დაბრუნდება“.

ამ განცხადების შემდეგ ინგოლიჩს ჰკითხეს: „ეს ნიშნავს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება და მანამდე შეგვეძლება, ყველაფერი მშვიდად დავგეგმოთ?“, რაზეც „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: „ამაზე ვერ გიპასუხებთ“.

ცნობისთვის, კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ჰართსთან“ მატჩში ოთარი ცვლილებაზე შევიდა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე მომავალი აქვს, მისი მამა ამაყი და ცრემლიანი იყო | კაშია ეგოიანზე
ბრწყინვალე მომავალი აქვს, მისი მამა ამაყი და ცრემლიანი იყო | კაშია ეგოიანზე