მაკგრეგორის პროგნოზი მახაჩევი-გარის ბრძოლაზე
კონორ მაკგრეგორი ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის სატიტულო ბრძოლის ვადამდელ დასრულებას პროგნოზირებს. ისინი ოქტაგონს უკვე ამ შაბათ-კვირას გაიყოფენ.
„მოგესალმებით ყველას. მინდა, მახაჩევისა და გარის მომავალ ბრძოლაზე პროგნოზი გავაკეთო. წინ, გარი! ვიცი, რომ მან საწვრთნელ ბანაკში შესანიშნავად იმუშავა, კარგი რაუნდები ჩაატარა და მსმენია, თუ როგორ იყო აგებული მისი მზადების პროცესი. მას ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს, მაღალია, გრძელი ხელები აქვს და უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებას შეძლებს.
მახაჩევს აქვს ისეთი მონაკვეთები, როდესაც ბევრს იცდის და ბრძოლას წელავს. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი ნახევრადსაშუალო წონაში. როგორც ჩანს, ამ კატეგორიაში ფიზიკურად ადაპტირებისთვის მას კიდევ ცოტა დრო სჭირდება. ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება.
რა თქმა უნდა, ფსონს იან გარიზე ვდებ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. მჯერა, რომ გამარჯვება შეუძლია. როგორ ვხედავ ამას? მარჯვენა ჰაი-ქიქი (მაღალი დარტყმა ფეხით) თავში და ირლანდიელი-ბრაზილიელის გამარჯვება. წინ, იან! გგულშემატკივრობ, ძმაო. ეს მაგარი ჩხუბი იქნება,“
- განაცხადა კონორმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ნახევრადსაშუალო წონის სატიტულო ბრძოლა, რომელზეც დაღესტნელი ჩემპიონის სტატუსით გამოვა, 15 აგვისტოს ფილადელფიაში გასამართ UFC 330-ის ტურნირს მთავარი მოვლენა იქნება.