„დაუფიქრებლად დავთანხმდით, ბრძოლაზე უარი ილიამ თქვა“ - მახაჩევის მენეჯერი
ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, რიზვან მაგომედოვმა, მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა.
- რატომ არ შედგა ამ ზაფხულს ბრძოლა ილია თოფურიასთან თეთრ სახლში?
„ეს ბრძოლა არ შედგა, რადგან თოფურიამ ის არ მიიღო”.
- მან თქვა, რომ თქვენ ტრავმა მოიმიზეზეთ.
„არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი, მათი გუნდი, დიდი ხანია სიცრუეში არიან მხილებულნი. ჩვენ არანაირი ტრავმა არ მოგვიმიზეზებია. როდესაც თოფურიასთან ბრძოლა შემოგვთავაზეს, ისლამი დაუფიქრებლად დათანხმდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თოფურია უზარმაზარ ჰონორარს ითხოვდა, ანუ უარს ამბობდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გარისთან გვეჩხუბა.
ერთადერთი - ვითხოვეთ, რომ ცოტა მოგვიანებით გვეჩხუბა. ეს ბრძოლა აგვისტოში დაგვინიშნეს. თოფურიამ კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ჯასტინ გეიჯი მისთვის მსუბუქი გასეირნება იქნებოდა”.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თოფურიას მარცხში თქვენთვის ერთადერთი მინუსი დაკარგული ფულია? ანუ, მომავალში მის ბრძოლას ისლამთან ძალიან კარგი ჰონორარის მოტანა შეეძლო?
„ასე არ ვიტყოდი. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ თოფურია განსაკუთრებით მომგებიანი მეტოქეა. უფრო თავად ბრძოლა მიიქცევდა ყურადღებას, რადგან ბევრი რამ ითქვა და მას გარკვეული ინტრიგაც ექნებოდა.
თუ ახლა გარის შევხედავთ, თითქოს მას გულშემატკივრები საერთოდ არ ჰყავს. შინაური სხვებს შორის, უცხო თავისიანებში. ისიც კი არ ვიცი, გულშემატკივრობს თუ არა მას ვინმე. არ არის იმ ორი სპორტსმენის დაპირისპირება, რომლებსაც დიდი ფან-ბაზები უმაგრებენ ზურგს. ალბათ, თოფურიასთან ეს ასე იქნებოდა”,
- განაცხადა მაგომედოვმა Sports-თან ინტერვიუში.
ისლამ მახაჩევისა და იან მაჩადო გარის ორთაბრძოლა UFC 330-ზე 16 აგვისტოს, ფილადელფიაში გაიმართება.