„ძლიერი დაბრუნდება“ | ხავიერ მენდესმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ალვარო კოლმენეროს ინტერვიუ მისცა. მენდესმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და ივარაუდა, რომ „ელ მატადორი“ ძლიერი დაბრუნდება.
„ილიას MMA-ში საუკეთესო კრივი აქვს. ეს ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ჯასტინ გეიჯი კორპუსში მიღებულ ასეთ ძლიერ დარტყმებს გაუძლებდა. თოფურიამ ძალიან, ძალიან მტკივნეულად მოარტყა და წარმოდგენა არ მაქვს, რომელი მებრძოლი გაუძლებდა იმას, რასაც გეიჯიმ გაუძლო.
ვნახოთ, ილია თოფურია დაბრუნდება თუ არა იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო. პირადად მე, ვთვლი, რომ სწორედ ასე მოხდება. ილია საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ბიჭია და ბევრ რაღაცას ამბობდა. ამბობდა, რომ მესამე წონის ჩემპიონი გახდებოდა, კრივში გადავიდოდა და იქაც გაიმარჯვებდა. ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ხმაურის გარეშე არ მიდის.
ის დაბრუნდება და ხალხს აჩვენებს, რომ რაც თქვა, შესაძლებელია. ვფიქრობ, თოფურია ძალიან ძლიერი დაბრუნდება“.
ცნობისთვის, მენდესის შეგირდი, ისლამ მახაჩევი მომდევნო შაბათ-კვირას იჩხუბებს. UFC 330-ის მთავარ მოვლენაში მახაჩევი იან მაჩადო გარის დაუპირისპირდება და ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას შეეცდება. რაც შეეხება ილიას, მისი დაბრუნების თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ეს წლის ბოლოს ან გაისად მოხდება.