პსჟ
Aa
Aa

პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია

უახლოეს მომავალში გასული საკლუბო სეზონის ტრიუმფატორს „პარი სენ-ჟერმენს“ კიდევ ორი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ოთხშაბათს, 12 აგვისტოს, უეფას სუპერთასზე ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 16 აგვისტოს უკვე საშინაო ასპარეზზე გადაერთვებიან და საფრანგეთის სუპერთასის მოგებას „ლანსთან“ დაპირისპირებაში შეეცდებიან.

უკვე ცნობილია, რომ ლანსელებთან შეხვედრას პსჟ-ის ულტრასული დაჯგუფება Collectif Ultras Paris-ის წევრები არ დაესწრებიან, რისი მიზეზიც ბილეთების ფასის გაძვირება, ან სხვა რამ კი არ არის, არამედ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაა, რომლებიც საფრანგეთის სუპერთასს მატჩის ერთ-ერთ მონაწილის, „ლანსის“ საშინაო სტადიონზე ატარებენ, რაც მართლაც უცნაური შემთხვევაა. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშანდელი სუპერთასის გათამაშება საერთოდ საზღვარგარეთ გაიმართა და ქუვეითში ჩატარდა, რაც ბუნებრივია ძირითადად კომერციული მიზეზებით იყო განპირობებული, თუმცა სამაგიეროდ სამართლიანობის პრინციპები ბოლომდე იყო დაცული.

შეგახსენებთ, რომ „ლანსი“ - პსჟ-ის მატჩი 16 აგვისტოს, „ბოლარ-დელელისზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ წარმატების შემთხვევაში საფრანგეთის სუპერთასს პარიზული კლუბი ზედიზედ მეხუთედ, არსებობის ისტორიაში კი მეთხუთმეტედ მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მ ბართიშვილის მიმართ ინტერესი გამოხატა | ბრიტანული მედია ქართველ ტალანტზე
პსჟ-მ ბართიშვილის მიმართ ინტერესი გამოხატა | ბრიტანული მედია ქართველ ტალანტზე