გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

პანათინაიკოსის პროექტი მოსწონს, თუმცა... | რა ხდება გოჩოლეიშვილის გარშემო

ბერძნული Sportal-ის ინფორმაციით, პაოკ-მა გიორგი გოჩოლეიშვილის შეძენის თაობაზე „შახტარს’’ ოფიციალური წინადადებით მიმართა. კვლავ საქმეშია კიდევ ერთი ბერძნული კლუბი „პანათინაიკოსი’’, რომელსაც გოჩოლეიშვილის ყოფილი მწვრთნელი იაკობ ნეესტრუპი წვრთნის.

25 წლის მარჯვენა მცველი „ჩრდილოეთის ორთავიანი არწივების“ (პაოკ-ის მეტსახელი) რიგებში გადასვლის სცენარს დადებითად უყურებს, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“. ფეხბურთელის გარემოცვისთვის ცნობილია იტალიური კლუბების მხრიდან დავიდე კალაბრიას მიმართ ინტერესზე. თუ იტალიის სერია A-ს რომელიმე გუნდი „მილანის“ ყოფილი კაპიტნის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას გააკეთებს და „პანათინაიკოსი“ მას დათანხმდება, მაშინ ძალიან სავარაუდოა, რომ გოჩოლეიშვილის კანდიდატურა „პანათინაიკოსისთვის“ კვლავ აქტუალური გახდება.

გოჩოლეიშვილი კარგად ნაცნობი მოთამაშეა „პანათინაიკოსის'' მთავარი მწვრთნელისთვის, იაკობ ნეესტრუპისთვის, რომელთან ერთადაც „კოპენჰაგენში“ მუშაობდა. ქართველ მცველს „პანათინაიკოსის“ პროექტი ძალიან მოსწონს, რის გამოც იგი მზადაა რამდენიმე დღე დაელოდოს მოვლენების განვითარებას და ნახოს, თუ როგორ იმოქმედებს მასზე შესაძლო სატრანსფერო „დომინოს ეფექტი“.

2023 წლის დასაწყისიდან გოჩოლეიშვილი „შახტარის'' ფეხბურთელია. უკრაინულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელი „კოპენჰაგენსა'' (2024-25) და „ჰამბურგში'' (2025-26) გაანათხოვრა. ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბუაშვილს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა | გრენობლი-მეცის უგოლო ფრე
აბუაშვილს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა | გრენობლი-მეცის უგოლო ფრე