სიურპრიზების გარეშე | პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა ლივერპულთან
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულს“ ხვდება. ფრანგები პირველ მატჩს საკუთარ კედლებში გამართავენ და L’Equipe-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკესგან სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.
ავტორიტეტული გამოცემის ვარაუდით, ძირითად შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება და სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნება: მატვეი საფონოვი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, უორენ ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, დეზირე დუე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო შეხვედრა საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით გამართა და „ტულუზა“ 3:1 დაამარცხა. პარიზელთა დამრიგებელმა ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ნუნუ მენდეში და მარკინიოსი დაასვენა. ენრიკემ ბრაზილიელი მცველი საერთოდ არ ათამაშა, ზემოთ ხსენებული სამეული კი მეორე ტაიმში შეიყვანა.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს არის ჩანიშნული.