თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო | ბარსა პანათინაიკოსთან დამარცხდა

კალათბურთში, ევროლიგის 36-ე ტურში ბარსელონა შინ პანათინაიკოსთან 79:93 დამარცხდა. კატალონიური გუნდის სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელიამ ითამაშა, ქართველმა პარკეტზე 22 წუთი და 28 წამი გაატარა, მის აქტივში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასია.

ევროლიგის სეზონში ბარსამ 36-დან 20 მატჩი მოიგო, 16 დათმო, 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, 10 აპრილს მონაკოსთან გამართავს, რომელსაც დროებით ქართველი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები