ვირტუსის ფეხბურთელს გორში აპლოდისმენტებით შეხვდნენ | მიზეზი დილას მეტოქის გვარია
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილას“ მეტოქე სან-მარინოს წარმომადგენელი, „ვირტუსი“ გახლავთ. გორელებმა პირველი შეხვედრა საშინაო კედლებში გამართეს და „ვირტუსის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს გულშემატკივარი განსაკუთრებულად შეხვდა.
„ვირტუსის“ რიგებში ნიკოლა გორი ასპარეზობს. იტალიელი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა და გორელმა გულშემატკივრებმა თავიანთი ქალაქის სეხნია მოთამაშეს ტაში დაუკრეს. იტალიელმა ფეხბურთელმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა და იხუმრა, იმედია, ჩემზე კარგი რაღაცები თქვესო.
„დიახ, გავიგონე, როგორ მღეროდნენ ფანები. ზუსტად არ ვიცი, რას ამბობდნენ, მაგრამ იმედია, კარგ რამეს ამბობდნენ. მადლობას ვუხდი მათ ასეთი დახვედრისთვის“, — განაცხადა „ვირტუსის“ ფეხბურთელმა.
ცნობისთვის, „დილამ“ მეტოქე 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სიმონე ბენინჩასამ გახსნა და „ვირტუსი“ დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ გორელთა მხრიდან თავი შოთა შეყილაძემ, ბლენკსონ ანოფიმ და მოჰამედ კანტემ გამოიჩინეს. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება.