ბელინგემის გოლი უნდა გაუქმებულიყო? - ფიფას ოფიციალური განმარტება
ინგლისისა და ნორვეგიის მატჩში მომხდარსაკამათო ეპიზოდზე, რომელიც ჯუდ ბელინგემის პირველ გოლს უძღოდა წინ, ფიფამ ოფიციალური განმარტება გააკეთა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ნორვეგიელთა მეკარის დარტყმის შემდეგ ბურთი სტადიონის ზედხედის კამერის სადენს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, რის შემდეგაც ელიოტ ანდერსონმა ფლანგზე ენტონი გორდონი მოძებნა, მისი პასით კი ბელინგემმა ანგარიში გაათანაბრა.
ფიფას წესების თანახმად, როდესაც ბურთი „უცხო ობიექტს“ ხვდება, მატჩი უნდა შეწყდეს და „სადავო ბურთის“ გათამაშების შემდეგ განახლდეს.
ფიფას განმარტება:
„ეპიზოდში, რომელიც ინგლისის გოლს უძღოდა წინ, ბურთში დამონტაჟებულ სენსორს შეხება არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბურთი სადენს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა“.