ვირჯილ ვან დაიკი, ალისონ ბეკერი, ანდონი ირაოლა
Aa
Aa

„ალისონს და ვან დაიკს ვესაუბრე...“ - ირაოლას პირველი პრესკონფერენცია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ პირველი პრესკონფერენცია გამართა. რამდენიმე კითხვა გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ეხებოდა.

- აპირებს თუ არა „ლივერპული“ ახალი ფეხბურთელების შეძენას?

„ორი ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ [მცველი ჟერემი ჟაკე და გარემარბი ვიქტორ მუნიოსი], თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ გაძლიერება კიდევ გვჭირდება. კლუბი მუშაობს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველა ფეხბურთელი პირველივე დღიდან ჩემს განკარგულებაში იყოს, თუმცა კლუბი მუშაობს ამაზე“.

კითხვა: ალისონ ბეკერს და ვირჯილ ვან დაიკს კონტრაქტები მომდევნო წლის ზაფხულში ეწურებათ. ესაუბრეთ თუ არა მათ?

„ვესაუბრე ყველა ფეხბურთელს, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, მათ შორის ალისონ ბეკერსა და ვირჯილ ვან დაიკს. ვიდრე ისინი ტურნირზე ასპარეზობდნენ, არ ვაწუხებდი, ახლა კი, როდესაც შვებულებაში არიან, საკმაოდ კარგი საუბრები გვქონდა“.

ცნობისთვის, „ლივერპულის“ ფეხბურთელები, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი ვარჯიშებს ხვალიდან განაახლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, თუმცა...“ - ბრიტანელი ჟურნალისტი მამარდაზე
„ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, თუმცა...“ - ბრიტანელი ჟურნალისტი მამარდაზე