გიორგი მამარდაშვილი, ემილიანო მარტინესი, გულიელმო ვიკარიო
Aa
Aa

სიაში მამარდაშვილიცაა, მაგრამ... | იუვენტუსი მეკარეს ეძებს

ტურინის „იუვენტუსის“ პრიორიტეტი მეკარის დამატებაა. „ბებერი ქალბატონი“ ალისონ ბეკერის გადასაბირებლად იბრძოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და სხვა ვარიანტებზე გადაერთო.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ბიანკონერის“ სიის სათავეში ემილიანო მარტინესი იმყოფება. „იუვენტუსს“ მსოფლიო ჩემპიონ მეკარესთან პრინციპული შეთანხმება აქვს, თუმცა „ასტონ ვილასთან“ საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება. ინგლისური კლუბი დათმობებზე წასვლას არ აპირებს და სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს ითხოვს.

„იუვენტუსი“ არ ნებდება, მაგრამ ხვდება, რომ საქმე ძალიან რთულადაა, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში სხვა კანდიდატურებზე გადაერთო. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, გულიელმო ვიკარიო და ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი ის მეკარეები არიან, რომლებიც ტურინელთა გეგმა ბ-ს წარმოადგენენ.

„იუვენტუსი“ „ასტონ ვილას“ შეთავაზებას გაუკეთებს, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, ზემოთ ხსენებულ მეკარეებზე გადაერთვება. მათ სურთ იპოვონ მოთამაშე, რომელიც „ბებერ ქალბატონში“ გადასვლის პერსპექტივით აღფრთოვანებული იქნება. იტალიური გამოცემა კიდევ ორ ფეხბურთელს ასახელებს, რომლებიც „იუვენტუსის“ რადარზე არიან. საუბარია გიორგი მამარდაშვილსა და იან ობლაკზე, თუმცა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ისინი წინა პლანზე არ იმყოფებიან და სიაში ბოლო ადგილები უკავიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლანტა იუნაიტედს ტოვებს | საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია
ატლანტა იუნაიტედს ტოვებს | საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია