პირლო იტალიის ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატია | მალდინი და ლეონარდო მხარს უჭერენ
იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანდრეა პირლო იტალიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატია.
„სკუადრა აძურას“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და მისი მარჯვენა ხელი ლეონარდო იტალიის ნაკრების ახალი ეტაპისთვის, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერსპექტივით, „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ ყოფილ მწვრთნელზე ფიქრობენ.
პირლო 47 წლის ასაკში დუბაიში მუშაობს, მანამდე კი „იუვენტუსს“, თურქულ „კარაგუმრუქსა“ და „სამპდორიას“ წვრთნიდა. მისი სამწვრთნელო კარიერა განსაკუთრებული მიღწევებით არ გამოირჩევა, თუმცა როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, „აძურას“ ტექნიკური დირექტორის, მალდინისა და მისი მრჩევლის, ლეონარდოს თვალში, პირლო განასახიერებს იმას, რაც უნდა ახასიათებდეს ეროვნული ნაკრების მესაჭეს, რომლის მიზანიც მუნდიალზე დაბრუნებაა: იტალიური ფეხბურთის ღრმა ცოდნა, გამბედაობა, იდეები და სულისკვეთება.
თუ ავტორიტეტულ იტალიურ გამოცემას დავუჯერებთ, პირლოს წარუმატებელი სამწვრთნელო კარიერის მიუხედავად ეროვნული ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატია, რაც იტალიაში მაღალი დონის მწვრთნელების დეფიციტზე მიუთითებს.
ერთ-ერთ ვარიანტად პეპ გუარდიოლას კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე ინფორმაცია არ ვცელდება.