სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ლეიკერსმა მამუკელაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სანდრო მამუკელაშვილის დამატება ოფიციალურად დაადასტურა. მასთან ერთად ამერიკელი მცველის, კვენტინ გრაიმსით გაძლიერება დადასტურდა.

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან „ლეიკერსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 48 თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 52 მილიონ დოლარს მიიღებს.

NBA-ის ინსაიდერმა დენ ვოიკემ სწორედ ამ გარიგებაზე ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც „ლეიკერსმა“ „მამუსთან“ თანამშრომლობის დაწყება გადაწყვიტა: „მამუკელაშვილი ნიჭიერი შემტევია და „ლეიკერსში“ მიაჩნიათ, რომ ის უოკერ კესლერს იდეალურად შეეწყობა. „ტორონტო რეპტორსის“ წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, სანდროს მთავარ ძალად და პლუსად მეტოქის დაცვის გაწელვის უნარი დაასახელა. ამასთან, მას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაც შეუძლია, რაც მისი საუკეთესო მომენტების ამსახველ ვიდეოებშიც ჩანს“.

ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი მამუკელაშვილს სათადარიგოთა სკამის კალათბურთელად მოიაზრებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ იგი სასტარტო ხუთეულის წევრადაც მოგვევლინოს. მით უმეტეს, რომ კესლერი ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელია. უოკერი 2.18 მეტრის სიმაღლის ცენტრია, რომლის მთავარი პლუსიც სამწამიან ზონაში მოქმედებაა. მას სჭირდება თანაგუნდელები, რომლებიც სივრცეს მისცემენ და მამუკელაშვილი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

სანდროზე Fadeaway World-იც წერს და აცხადებს, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ქართველი კალათბურთელი მომდევნო სეზონის ერთ-ერთი უდიდესი სიურპრიზი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები