ზურიკო დავითაშვილი, ოლიმპიაკოსი
Aa
Aa

ოლიმპიაკოსიც გამოირიცხა? | ბერძნები სევილიას შემტევს იმატებენ

ბოლო დღეების განმავლობაში ბერძნული და ფრანგული პრესა ზურიკო დავითაშვილის მიმართ „ოლიმპიაკოსის“ ინტერესზე წერდა.

მას შემდეგ, რაც „მწვანეებმა“ „ოლიმპიაკოსის“ წინადადება დაბლოკეს და 13 მილიონ ევროზე უარი განაცხადეს, ბერძნული კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გაუმჯობესებული წინადადების გაგზავნას არ გამორიცხავდა თუმცა, როგორც ესპანური Marca-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო წერს, „ოლიმპიაკოსმა“ შეტევის გაძლიერების სხვა კანდიდატი იპოვა.

„ოლიმპიაკოსი“ „სევილიასთან“ მართავს მოლაპარაკებებს და შვეიცარიელი გარემარბის, რუბენ ვარგასის სანაცვლოდ 12 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობს. მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, თუმცა ჯერ ტრანსფერი დახურული არაა“, - წერს მატეო მორეტო.

როგორც ცნობილია, „სენტ-ეტიენი“ ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც ქართველით დაინტერესებული არაერთი კლუბის წინადადება დაბლოკა. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს „სენტ-ეტიენი“ „გრენობლს“ მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერას MLS-ში გააგრძელებს | მექვაბიშვილი ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება
კარიერას MLS-ში გააგრძელებს | მექვაბიშვილი ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება