ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი, გეიჯი, მახაჩევი და მესამე ქამარი | თოფურიას ვრცელი ინტერვიუ

ილია თოფურიამ ABC-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა არმან ცარუკიანზე, ისლამ მახაჩევზე და მომდევნო მეტოქეზე, ჯასტინ გეიჯიზე ისაუბრა.

არმან ცარუკიანი

„არმანი იმას აკეთებს, რაც საჭიროა: ლაპარაკობს, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და საკუთარი სახელისა და ბრენდის ცნობადობას ამაღლებს. არ ვიცი, ეს ჩხუბი გაიმართება თუ არა. დამირეკეს და მითხრეს: „ისლამ მახაჩევთან ჩხუბობ.“ ვთქვი, იდეალურია-მეთქი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და გეიჯის ვარიანტი გამოჩნდა. ჩემთვის არც ესაა პრობლემა.“

ჯასტინ გეიჯი

„როდესაც მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლა გადავწყვიტე, ხალხი მეუბნებოდა, რომ ამ წონისთვის ძალიან პატარა ვიყავი. პირველი ორთაბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გავმართე და ის დავანოკაუტე. ახლა ჩემი მეტოქე ჯასტინ გეიჯია. ყველა ამბობს, რომ მარტივი ჩხუბი მელოდება და ნოკაუტით მოვიგებ. ხალხს ავიწყდება, რომ გეიჯი ძალიან ძლიერი ბიჭია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზში აუცილებლად შეიყვანენ. მისი სათანადოდ დაფასება აუცილებელია. რთული ჩხუბი მელოდება, მაგრამ ამ სპორტში დონეები არსებობს.

ორთაბრძოლა წარიმართება ისე, როგორც ხდება ხოლმე და ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება. იგივე მოხდება, რაც ჩარლზ ოლივეირასთან. არ მგონია, გეიჯიმ უკან დაიხიოს. ის წინ წამოვა და გაცვლებში შემოვა. შეცდომაა, როდესაც ამას ჩემნაირი ტექნიკური მებრძოლის წინააღმდეგ აკეთებ.“

ისლამ მახაჩევი და მესამე საჩემპიონო ქამარი

„დომინიკის რესპუბლიკაში ვიყავი, როდესაც UFC-ისგან ზარი მივიღე და მიმანიშნეს, რომ თეთრ სახლში ისლამ მახაჩევს ვხვდებოდი. ორი დღის შემდეგ დენა უაითი გამოვიდა და თქვა, რომ თეთრი სახლის ქარდს მალე გამოაცხადებდა, რის გამოც მეგონა, რომ მახაჩევთან ვიჩხუბებდი. უეცრად დამირეკეს და მითხრეს, რომ ისლამმა ტრავმა მიიღო და გეიჯის ვხვდებოდი.

მესამე საჩემპიონო ქამარზე ყოველთვის ვფიქრობდი. განსაკუთრებით თუ ეს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ მოხდება, რადგან ის ამ სპორტში ბევრს წარმოადგენს და ჩვენ ისტორია გვაქვს. ვფიქრობ, ეს ჩხუბი აუცილებლად უნდა გაიმართოს. ეს არის ორთაბრძოლა, რომლის ხილვაც ყველას სურს და UFC-ის ადგილას რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ეს ორთაბრძოლა ჩამენიშნა.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენაა. ილიამ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და ურჩია, თვალი არ დაახამხამოს, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი მოგონილი ისტორიების მოსმენით დავიღალე“ | ილიას განცხადება და მახაჩევის პასუხი
„მათი მოგონილი ისტორიების მოსმენით დავიღალე“ | ილიას განცხადება და მახაჩევის პასუხი