ლოთარ მათეუსი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„პრესტიჟის ნაწილს კარგავენ, ასე მოქცევა არ შეიძლება“ - მათეუსი რეალზე

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი, ლოთარ მათეუსი, მიიჩნევს, რომ „რეალი“ საკუთარი საქციელით პრესტიჟის ნაწილს კარგავს.

მათეუსი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე კლუბის ბოიკოტს შეეხო და ასევე ვინისიუსის გამომწვევ ქმედებებზეც ისაუბრა.

„როდრი მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა (2024 წელს), მათ კი თქვეს: „ეს უსამართლობაა, ერთ-ერთ ჩვენგანს (ვინისიუს ჟუნიორს) უნდა გაემარჯვაო“. ამიტომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას. ასე არ იქცევიან. მეტოქეების, სხვა გუნდებისა და მოთამაშეების პატივისცემის გამო - ასე უბრალოდ არ აკეთებენ.

პრესაც ამას ნეგატიურად შეხვდა, რის გამოც კლუბი, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია და მართლაც დიდი ისტორია აქვს, თავისი პრესტიჟის ნაწილს კარგავს. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ „რეალის“ ქცევა ბოლო წლებში კარგი იყო.

რაც შეეხება ვინისიუსს, რა თქმა უნდა, ის შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ დაუსრულებლად პროვოკატორობს. ხოლო როდესაც მის წინააღმდეგ მოედანზე უხეშად თამაშობენ, პასუხად მხოლოდ იმას აკეთებს, რომ წუწუნებს და კვნესის. ეს მისთვის ტიპური ქცევაა“,

- თქვა მათეუსმა Sky 90-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები