ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

რა უნდა გააკეთოს გეიჯიმ ილიას დასამარცხებლად | დარიუშის რჩევა ჯასტინს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბენილ დარიუშმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. დარიუშმა ახსნა, როგორ შეუძლია გეიჯის ჩხუბი საინტერესო გახადოს და წარმატებას მიაღწიოს.

„ჯასტინმა ჩხუბი არასუფთა, ქაოსურ ორთაბრძოლად უნდა აქციოს. როდესაც გეიჯი ბრწყინვალე კრივის მქონე დასტინ პორიეს შეხვდა, როგორღაც მოახერხა ამის გაკეთება. ილიასთანაც ასე უნდა მოიქცეს.

ყველა, ვისთანაც გეიჯი ჩხუბობს, ბრწყინვალე სტრაიკინგით გამოირჩევა. მაგალითად, შეგვიძლია მაიკლ ჯონსონი მოვიყვანოთ, მაგრამ როდესაც ის გეიჯის შეხვდა, ჯასტინმა მოახერხა და მეტოქეს არეული, ქაოსური ჩხუბი შესთავაზა. მან უნდა შექმნას ის, რასაც თავად „ავარიებს“ უწოდებს. ჯასტინმა ილიასთვის ბრძოლა რაც შეიძლება უხერხული, არეული და ქაოსური უნდა გახადოს.“

შეგახსენებთ, რომ გეიჯისა და თოფურიას დაპირისპირება „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენაა. მათ ჩხუბს თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტმა დაადასტურა - ალისონი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს
სლოტმა დაადასტურა - ალისონი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს