ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ასე მახაჩევს მოვკლავთ... რთული საკითხია“ - თოფურია ისლამთან ჩხუბზე

ილია თოფურიას თქმით, ის მზად არის ისლამ მახაჩენვთან საბრძოლველად, თუმცა ბიზნესის თვალსაზრისით ამ ბრძოლის ორგანიზებას კარგ იდეად არ მიიჩნევს.

„პრომოუტერი რომ ვიყო, ჩემთვის პრიორიტეტი ბიზნესი იქნებოდა და არ ვარ დარწმუნებული, რომ პიკში მყოფი მებრძოლების ერთმანეთთან დაპირისპირება კარგი აზრია. მეც ახლახან ავედი წონაში და ისიც. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ფან-ბაზა გვყავს და თუ ამ შემთხვევაში ისლამს „მოვკლავთ“, ჩვენ ფაქტობრივად ახლო აღმოსავლეთის ვარსკვლავს „ვკლავთ“. ასე რომ, ეს ძალიან რთული საკითხია“,

- განაცხადა „ელ მატადორმა“ სპორტულ მიმომხილველ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში.

მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლა, შესაძლოა, ივნისში, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ტურნირზე შემდგარიყო, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რაშიც მხარეები საჯაროდ კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

საბოლოოდ, ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, 14 ივნისს ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, ხოლო დაღესტნელი მებრძოლი აგვისტოში ნახევრადსაშუალო წონაში დაიცავს ტიტულს - ჯერჯერობით უცნობ მეტოქესთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები