მეოთხედფინალური წყვილების ფავორიტები | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
Aa
Aa

მეოთხედფინალური წყვილების ფავორიტები | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი

Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზები გაგვიზიარა. 7 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი იწყება და ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს მიხედვით, ნახევარფინალში გასვლის ყველაზე კარგი შანსი „არსენალს“ აქვს.

„მეთოფეები“ „სპორტინგს“ ხვდებიან და ორმატჩიან დაპირისპირებაში მათი გამარჯვების შანსი 77.7 პროცენტით ფასდება. შესაბამისად, „ლომების“ შანსი 22.3 პროცენტია. ლონდონელთა შემდეგ „ბარსელონა“ მოდის, რომლის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსიც 68 პროცენტია. „ბლაუგრანას“ მეტოქე „ატლეტიკო“ გახლავთ — 32 პროცენტი.

„ბაიერნისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაში Opta ფავორიტად „რეკორდმაისტერს“ მოიაზრებს — მომდევნო ეტაპზე გასვლის 64.5-პროცენტიანი შანსი. რაც შეეხება „ლივერპულისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრას, ფავორიტები მოქმედი ჩემპიონები არიან — 59.6 პროცენტი.

Opta-ს მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი „არსენალია“ — 27.7%. „ბაიერნი“ მეორეზეა — 20.9%, „ბარსელონა“ მესამეა — 17.5%, „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხე გახლავთ — 12.1%. „რეალის“ წარმატების ალბათობა 8.3 პროცენტად ფასდება, „ლივერპულის“ — 6.4-ად, „ატლეტიკოსი“ — 3.8-ად, „სპორტინგის“ — 3.4-ად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი მოგონილი ისტორიების მოსმენით დავიღალე“ | ილიას განცხადება და მახაჩევის პასუხი
„მათი მოგონილი ისტორიების მოსმენით დავიღალე“ | ილიას განცხადება და მახაჩევის პასუხი