გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

იმედი მქონდა, რამდენიმე ბურთს მაინც მოიგერიებდა | სლოტი მამარდაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლივერპულის მეტოქეა მოქმედი გამარჯვებული პსჟ. მატჩის წინ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ შაბათს მან. სიტისთან გამართულ მატჩში იმედოვნებდა, რომ გიორგი მამარდაშვილი რამდენიმე ბურთს მაინც მოიგერიებდა.

არნე სლოტი: „ჩვენ მოვემზადეთ თამაშისთვის და ყველაფერი ისე რომ წარიმართოს, როგორც მე იმედი მაქვს, მეკარე არც კი დაგვჭირდებოდა, მაგრამ რამდენად რეალურია ეს? პსჟ-მ, ერთი მატჩის გარდა, ყველა შეხვედრაში გაიტანა. მათი შემტევები და მთლიანად გუნდი მაღალი ხარისხისაა, ამიტომ კარგი მეკარე გჭირდება, თუმცა „ეტიჰედზე'' 35 წუთის განმავლობაში მეკარე საერთოდ არ დაგვჭირდა. იმედი მქონდა, რამდენიმე ბურთს მაინც მოიგერიებდა''.

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში მან. სიტიმ შინ ეტიჰედზე ლივერპული 4:0 გაანადგურა და ტურნირიდან გამოთიშა. გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ვერ დავადანაშაულებთ, მერსისაიდელთა დაცვის ხაზი ძალიან ცუდად მოქმედებდა.

მეოთხედფინალურ სტადიაზე პსჟ - ლივერპულის პარიზული დაპირისპირება ხვალ, 8 აპრილს 23:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ენფილდზე 14 აპრილს გაიმართება. როგორც სლოტმა უკვე აღნიშნა, ალისონის სეზონის ბოლოსთვის დაბრუნდება. ასე რომ პსჟ-სთან მატჩებში გუნდის კარს მამარდაშვილი დაიცავს.

25 წლის ქართველმა მეკარემ, რომელიც მერსისაიდულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ლივერპულში 14 მატჩი ჩაატარა, 14-დან 3-ში გოლი არ გაუშვა, პრემიერ ლიგაში ასტონ ვილასთან, ჩემპიონთა ლიგაზე ბეშიქთაშთან და მადრიდის რეალთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალში გადასვლა მის თამაშზეა დამოკიდებული“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა
„რეალში გადასვლა მის თამაშზეა დამოკიდებული“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა