ახალი შეთანხმება: ანჩელოტი სელესაოს 2030 წლამდე გაწვრთნის
იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ESPN Brasil-ის ინფორმაციით, 66 წლის მწვრთნელმა და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) ახალი, ოთხწლიანი ხელშეკრულების დეტალები უკვე შეათანხმეს.
ახალი კონტრაქტი 2030 წლამდე იქნება გათვლილი და ე.წ. "2+2" სისტემით იმოქმედებს, რაც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ავტომატურ გახანგრძლივებას გულისხმობს. მხარეებს შორის ფორმალური დეტალები უკვე მოგვარებულია და დოკუმენტზე ხელმოწერა უახლოეს დღეებში იგეგმება.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ანჩელოტის ამჟამინდელი ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2026 წლის ივლისის ბოლოს ეწურება, წლიურ ანაზღაურებად 10 მილიონ ევროს ითვალისწინებს, ეს ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ახალი შეთანხმებით, მთავარი მწვრთნელის ხელფასი უცვლელი დარჩება, თუმცა, თავად ანჩელოტის კატეგორიული მოთხოვნით, გაიზრდება მისი ასისტენტების ანაზღაურება.
შეგახსენებთ, მადრიდის რეალის ყოფილმა დამრიგებელმა ბრაზილიის ეროვნული გუნდი 2025 წლის მაისის ბოლოს ჩაიბარა. ამ დროის განმავლობაში მან „სელესაოს“ 10 მატჩში უხელმძღვანელა: ანგარიშზე 5 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხია.