ჟან სოუზა დე ალმეიდა
Aa
Aa

ჟან ალმეიდას მე-4 გოლი მე-5 მატჩში | რუსთავმა დინამო ბათუმს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში რუსთავმა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დინამო ბათუმს 3:0 მოუგო. სათამაშო დროის პირველი საათი უგოლოდ დასრულდა, თუმცა შემდეგ გია ცეცაძის გუნდმა მცირე მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე შედეგიანი შეტევა სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა და ორივეჯერ არგენტინელმა კევინ სეიხასმა ჩააწოდა. 61-ე წუთზე, სწორედ მისი გადაცემის შემდეგ, ირაკლი იაკობიძემ გახსნა ანგარიში. 64-ე წუთზე კი სეიხასის მორიგი ჩაწოდებისას მეკარე მათე თურმანიძე შეცდა, ბურთი შორს ვერ მოიგერია და პოზიცია დაკარგა. შექმნილი ვითარებით ბრაზილიელმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

23 წლის ბრაზილიელმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. პირველ ტურში ქუთაისის ტორპედოსთან გამარჯვების გოლი შეაგდო, შემდეგ კი გაგრასთან და სამგურალთან წაგებულ მატჩებში გამოიჩინა თავი. ბომბარდირთა დავაში პირველზეა.

68-ე წუთზე 22 წლის განელის, პრინს ოსეის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ასევე განელმა სოლომონ კესიმ ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. 90-ე წუთზე ოსეის გადაცემის შემდეგ ავთანდილ გუჯაბიძემ შორიდან გაიტანა, ბურთი კალანდარიშვილს მოხვდა, მიმართულება ოდნავ შეიცვალა და თურმანიძე ვერ შეწვდა.

მე-6 ტურში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, ტყიბულის მეშახტესა და სპაერის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

რუსთავმა ჩატარებული 5 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, 2 დათმო, ამ მომენტისთვის 7 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება დინამო ბათუმს, მათ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, 6 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

11 აპრილს, პირველი ტურის გადადებულ შეხვედრებში, დინამო ბათუმი სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდება, რუსთავი გორის დილას ესტუმრება.

მასალაში გამოყენებულია რუსთავის პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ბრწყინვალე გოლი და საგოლე პასი | ბულგარეთთან პენალტების სერიაში დავმარცხდით
კვარას ბრწყინვალე გოლი და საგოლე პასი | ბულგარეთთან პენალტების სერიაში დავმარცხდით