„რამდენიმე ფეხბურთელი გასაშვებია“ | მოურინიოს კომენტარი მატჩის შემდეგ
პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ბენფიკა“ „კაზა პიას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკუთარი მოთამაშეები გააკრიტიკა.
„უკანასკნელი შანსი დავკარგეთ, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით და ტიტულისთვის ბოლომდე გვებრძოლა. მეორე ადგილისთვის ბრძოლა მხოლოდ ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული და ამ შედეგის გამო ბევრი რამ დავკარგეთ.
რაც შეეხება მატჩს, არაფერი გაგვიკეთებია, რათა სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა. პირველ ტაიმში ინტენსიურობა გვაკლდა და გადამწყვეტები არ ვიყავით. კარგად არ ვთამაშობდით და ბურთს კი ვაკონტროლებდით, მაგრამ ეფექტურობა გვაკლდა. მეორე ტაიმში ყველაფერი სხვანაირად იყო. „კაზა პია“ ქულისთვის თამაშობდა. მსაჯს სერიოზული პრობლემები არ დაუშვია, მაგრამ თავისი წვლილი მაინც შეიტანა.
ჩვენი მთავარი მიზანი მეორე ადგილისთვის ბრძოლაა. სერიოზულად უნდა დავფიქრდე, რადგან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება მინდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. რამდენიმე მათგანის გამოყენება რომც არ მინდოდეს, ისინი კლუბის აქტივს წარმოადგენენ.“
ცნობისთვის, „ბენფიკას“ 66 ქულა აქვს და „სპორტინგს“, რომელმაც მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, 2 ქულით ჩამორჩება. „ბენფიკას“ წაგება არ აქვს და მის ანგარიშზე 19 მოგება და 9 ფრეა.