80 წლის ასაკში რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას რუმინელი ჟურნალისტი ემანუელ როშუ ავრცელებს.
„ტრაგიკული ამბავი. მირჩა ლუჩესკუ 15 წუთის წინ გარდაიცვალა. მან მთელი სამყარო დატოვა. ღმერთმა აცხონოს. ორ კვირაზე ნაკლები დროის წინ ის, ავადმყოფობის მიუხედავად, რუმინეთის ნაკრებს თურქეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის მატჩში ხელმძღვანელობდა“, — დაწერა როშუმ.
შეგახსენებთ, ლუჩესკუ მას შემდეგ იქნა ჰოსპიტალიზებული, რაც რუმინეთის ნაკრების ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო. პარასკევს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი გადაიტანა, კვირას კი სპეციალისტის მდგომარეობა გაუარესდა და ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.
საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი მირჩამ ბუქარესტის დინამოში (1963-1977) გაატარა. ასევე თამაშობდა სპორტულსა და კორვინულში, ისევე როგორც ეროვნულ ნაკრებში (1966-1979).
ლუჩესკუ არაერთ გუნდს წვრთნიდა, მათ შორის რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს (1981-86, 2024-26), ბუქარესტის დინამოს (1985-90), მილანის ინტერს (1998-99), გალათასარაის (2000-02), ბეშიქთაშს (2022-04), თურქეთის ეროვნულ ნაკრებს (2017-19), კიევის დინამოს (2020-23), თუმცა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დონეცკის შახტარში გაატარა (2004-16). შახტარს უკრაინის ჩემპიონატი 8-ჯერ მოაგებინა.