ნოიერის უნიკალური შედეგი | საინტერესო ფაქტები რეალი-ბაიერნის მატჩიდან
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ბაიერნმა“ „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხა. „რეკორდმაისტერმა“ 2:1 გაიმარჯვა. მიუნხენელთა მხრიდან გოლები ჰარი კეინმა და ლუის დიასმა გაიტანეს, მადრიდელთა რიგებში კი კილიან მბაპე გამოირჩა.
საინტერესო ფაქტები „რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩიდან
ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის (ევროპის თასიც ითვლება) პლეიოფის ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა საშინაო სტადიონზე წააგო. მადრიდელები მომდევნო ეტაპზე ვერც ერთხელ გავიდნენ.
მანუელ ნოიერი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნოიერი პირველი მეკარე გახდა (მას შემდეგ, რაც ეს სტატისტიკა ითვლება), რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „რეალის“ წინააღმდეგ 9 სეივი მიითვალა.
„რეალმა“ ალვარო არბელოას ხელში უკვე იმდენი შეხვედრა წააგო (19 თამაში, 6 მარცხი), რამდენიც გუნდში ჩაბი ალონსოს ყოფნის დროს. უბრალოდ ჩაბიმ 15-ით მეტი მატჩი ჩაატარა (34 თამაში, 24 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება).
მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში 136-ედ გამოჩნდა და ლიონელ მესის გაუთანაბრდა. ერთი კლუბის მაისურით უფრო მეტჯერ მხოლოდ იკერ კასილიასს უთამაშია — 149.
ჰარი კეინს „რეალის“ წინააღმდეგ საგოლე მოქმედება ზედიზედ 4 შეხვედრაში აქვს გაკეთებული — 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაზე ამაზე უკეთესი სერია „რეალთან“ არავის აქვს. კეინი ჯოვანი ელბერსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაუთანაბრდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 15 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.