სოლომონ კვირკველია
Aa
Aa

ყირგიზეთის ჩემპიონატში კვირკველია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ყირგიზეთის ჩემპიონატში აბდიშ-ათა შინ ტოქტოგულთან 0:1 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტოქტოგულის ქართველი მცველი საბა კვირკველია დასახელდა.

ყირგიზეთის პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 5-დან 2 მატჩი მოიგო, 3 დათმო. 16-გუნდიან ჩემპიონატში 6 ქულით მე-8 ადგილზეა.

34 წლის გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ყირგიზულ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის ხუთივე მატჩში 90 წუთი ითამაშა, მის აქტივში 2 გოლია, სადებიუტო მატჩში ილბირსთან დუბლი შეასრულა. ტოქტოგული ყირგიზეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა და ფეხბურთელის დამატება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია, განსაკურებული მომენტია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები