ალექსანდრე თოფურია, სანტიაგო ლუნა
Aa
Aa

„ვერსად გამექცევი“ - სანტიაგო ლუნა ალექსანდრე თოფურიას იწვევს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მექსიკელმა მებრძოლმა, სანტიაგო ლუნამ განაცხადა, რომ პრომოუშენმა მას ალექსანდრე თოფურიასთან ჩხუბი შესთავაზა, თუმცა ქართველმა მებრძოლმა უარი განაცხადა.

„UFC-მ ალექსანდრეს ჩემთან ჩხუბი შესთავაზა. ეს ნიუ-ჯერსიში, UFC 328-ზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ალექსანდრემ უარი თქვა.

ალექსანდრე, შეგიძლია გამექცე, მაგრამ ვერ დამემალები. სექტემბერში მაინც დაგიჭერ“, - თქვა ლუნამ ერთ-ერთი პოპულარული სტრიმერის, Willito-ს ვიდეოში.

ცნობისთვის, სანტიაგო ლუნა დაუმარცხებელი მებრძოლია. 21 წლის მექსიკელის ანგარიშზე MMA-ში 8 მოგებაა, მათ შორის 2 UFC-ში. ბოლოს მან თებერვალში ანხელ პაჩეკოს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, მანამდე კი შვიდივე ბრძოლა ვადამდელი გამარჯვებით დაასრულა.

რაც შეეხება თოფურიას (7-1), მან ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ორივე ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - გასული წლის თებერვალში „კონკისტადორმა“ კოლბი თიქნესი, ნოემბერში კი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბის დაუდევრობა - ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს
კლუბის დაუდევრობა - ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს