„გამაღიზიანებელია, რასაც აკეთებს“ | ვან დერ ვაარტმა ვინისიუსი გააკრიტიკა
რაფაელ ვან დერ ვაარტმა „რეალის“ ფეხბურთელი, ვინისიუს ჟუნიორი გააკრიტიკა. 43 წლის ნიდერლანდელმა ვინისიუსზე „ბაიერნისა“ და „რეალის“ მატჩის შემდეგ Ziggo Sport-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ვინისიუსის სიმულაციები? ვფიქრობ, ეს სამწუხაროა, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამაზე საუბარიც არ მინდა, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია, რასაც აკეთებს. როდესაც მცირე შეხებას გრძნობს, ეგრევე ეცემა და იმედი აქვს, რომ მეტოქე წითელ ბარათს მიიღებს, შემდეგ კი ისე დგება, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს ძალიან სამწუხაროა.
მადრიდის რეალი არის კლუბი, რომლის მაისურითაც შეგიძლია, მთელი მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარო და ფანებს ეს დიდად არ ადარდებთ, რადგან მათ იციან, რომ საიდანღაც მომენტუმს დაიჭერენ, რის შემდეგაც სტადიონი გამოცოცხლდება. ბაიერნში ასე არ ხდება.“
როგორც მოგეხსენებათ, „ბაიერნმა“ პირველი თამაში 2:1 მოიგო. მიუნხენელთა მხრიდან გოლები ლუის დიასმა და ჰარი კეინმა გაიტანეს, „რეალში“ კი კილიან მბაპე გამოირჩა.