19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მატჩებს გამართავს.
11-დან 17 აპრილის ჩათვლით, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი აზერბაიჯანის, ჩეხეთის და ჯგუფის მასპინძელი ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.
2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (დ10 აკადემია)
დაცვა: ნინი ვეკუა (ნორჩები), ლოლიტა კალოიანი (ნიკე-ლუსო), მარიამ შოშიტაშვილი (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), მარიამ კაკულია (ვერე)
ნახევარდაცვა: ანი დავითულიანი (ვერე), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ნინი ყვავაძე (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნინო გობაძე (თეთრიწყარო)
თავდასხმა: მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანანო წიქარიძე (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), მაკა ფცქიალაძე (რუსთავი)