ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„ვიცნობ ამ დაწყევლილ დაღესტნელებს“ - სტრიკლენდმა დუ პლესი გააფრთხილა

დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის ბრძოლასთან დაკავშირებით ამ ორი მებრძოლის შანსების შეფასების დროს, ყველას ეგონა, რომ შონ სტრიკლენდი სუბიექტური იქნებოდა და უპირატესობას სამხრეთ აფრიკელ ჩემპიონს მიანიჭებდა, რადგან მან ბოლო პერიოდში ჩიმაევს შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა. თუმცა, მოხდა საპირისპირო და შონმა ხამზატის სპორტული ღირსებების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ საჯარო აღიარება მოახდინა, მაგრამ მასზე საუბრის დროს მაინც მოახერხა ისეთი რამის თქმა, რასაც დიდი ხმაური მოჰყვება - სტრიკლენდმა ჩიმაევს ჩეჩენის ნაცვლად დაღესტნელი (სავარაუდოდ სპეციალურად) უწოდა.

შონ სტრიკლენდი

დრიკუსი დგომში უკეთესია, თუმცა ჩიმაევს გრეპლინგის საოცარი უნარები აქვს. მთელი ცხოვრებაა ამ დაწყევლილ დაღესტნელებთან ვვარჯიშობ და ვიცი, რამდენად ძლიერები არიან ისინი ამ ასპექტში. ვერ გეტყვით, შეხვედრია თუ არა დუ პლესი აქამდე მსგავსი სიძლიერის მეტოქეს და რამდენად გადალახავს ამ ყველაფერს, მაგრამ თუ თავიდანვე შეძლო ხამზატის იერიშების შეჩერება, მაშინ სამხრეთ აფრიკელი გამარჯვებული კიდევ ერთხელ დარჩება“.

ცნობისათვის, დრიკუს დუ პლესიმ საშუალო წონითი დივიზიონის ქამარი ბოლოს რამდენიმე თვის წინ, სწორედ შონ სტრიკლენდთან ჩხუბში დაიცვა, როდესაც ის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია შეაქო და მასთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა
„შესანიშნავი მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია შეაქო და მასთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა