„ფურცელზე ფავორიტად ხამზატს თვლიან, თუმცა არ ვიცი, მე კითხვა არ შემიძლია“ - დუ პლესი
დრიკუს დუ პლესი ვერ ხვდება, თუ როგორ ემზადება ხამზატ ჩიმაევი მასთან ბრძოლისთვის და ამ მიმართულებით დასმულ კითხვებზე სამხრეთ აფრიკელი ჩემპიონი თავის ძლიერ იუმორს იყენებს და პრესას ასე პასუხობს.
„როგორ აპირებს ის ჩემს წინააღმდეგ მომზადებას? თვითონაც არ ვიცი, მე რას ვაპირებ... შეიძლება უბედურ შემთხვევას ვემსხვერპლო, თავზე პიანინო დამეცეს, ან ოქტაგონის ცენტრში გავიდე და ორმოში ჩავვარდე. შეიძლება თითი მოვიგლიჯო და იმით ვცემო ხამზატი. შემიძლია მოვიგო ისე, რომ მანქანით გადავუარო ან უზარმაზარი სასაცილო ჩაქუჩით გავასწორო. ან საერთოდ სხვა დრიკუსი გამოვიდეს ბრძოლაზე.
ქაღალდზე ყველა ფიქრობს, რომ ხამზატი დამამარცხებს. მაგრამ მე რა ვიცი? საერთოდ კითხვის უნარიც კი არ მაქვს,“
– თქვა UFC-ის ჩემპიონმა დრიკუს დუ პლესიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი და დუ პლესი ჩემპიონობის ქამრისთვის იბრძოლებენ UFC 319-ის ტურნირზე, რომელიც 17 აგვისტოს ჩიკაგოში (აშშ) გაიმართება.