შარა ბულეტი: დრიკუსი ქამარს დაკარგავს - ის ჩიმაევისთვის ხელსაყრელი მეტოქეა
შარა ბულეტმა განაცხადა, რომ დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლაში ფავორიტად ხამზატ ჩიმაევს მიიჩნევს.
„ვფიქრობ, დრიკუსი ქამარს დაკარგავს. ჩიმაევს გამარჯვებისთვის ყველაფერი აქვს - ის ყოველ მხრივ მზად არის. ჰყავს შესანიშნავი სპარინგ-პარტნიორები, ძლიერი გუნდი, კარგი საბრძოლო ბანაკი და მეტოქე, რომელიც მისთვის სტილისტურად ხელსაყრელია. ვნახოთ, შესაძლოა მე დრიკუსსაც შევხვდე. სინამდვილეში, ძალიან მაგარი მებრძოლია ძლიერი და გამძლეა, მაგრამ სტილისტურად, მგონია, რომ ჩემთვისაც ხელსაყრელია.
მისი ჭიდაობა ძირითადად მაშინ მუშაობს, როცა მოწინააღმდეგე იღლება. მე კი, არმენ პეტროსიანთან და მარკ-ანდრე ბარიოთან ბრძოლებში, ვგრძნობდი, რომ მეოთხე და მეხუთე რაუნდის გამართვაც შემეძლო. ბენზინის ავზში ჯერ კიდევ მქონდა მარაგი, თავი ბოლომდე არ დამიხარჯავს. ვგრძნობ, რომ მალე ხუთრაუნდიანი ბრძოლებისთვის სრულად მოვემზადები.
რაც შეეხება დრიკუსის ხუმრობებს ჩემზე - ეს გულზე არ მხვდება. თუ დავიწყებ ამაზე ფიქრს, მაშინ მართლა წავიდოდი მასთან და მოვძებნიდი, მასთან საქმეს ადგილზევე გავარკვევდი“.
- განაცხადა ბულეტმა.
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი და დუ პლესი ქამრისთვის UFC 319-ზე იბრძოლებენ, რომელიც 17 აგვისტოს ჩიკაგოში (აშშ) გაიმართება.