ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, მაიკლ ჩენდლერი, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილიას დამარცხების ყველაზე კარგი შანსები გეიჯის აქვს“ - ჩენდლერი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, მაიკლ ჩენდლერის აზრით, ილია თოფურიას დამარცხების ყველაზე კარგი შანსები ჯასტინ გეიჯის აქვს. ამის შესახებ ჩენდლერმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი აზრით, სატიტულო ბრძოლა გეიჯიმ დაიმსახურა, და თუ მას ეს შანსი არ მისცეს, მაშინ ილიასთან პედი პიმბლეტმა უნდა იჩხუბოს.

ძველ გეიჯის შესაძლოა შეტევაში დაეშვა შეცდომა და ილიას ერთ-ერთი დიდი დარტყმა გაეტარებინა. ახლა კი ჯასტინი შეცვლილია. რაც შეეხება პედის, ის ასევე ფრთხილად იჩხუბებს და შეეცდება, ილიას დარტყმები აირიდოს. არმან ცარუკიანი კი დივიზიონის საუკეთესო გრეპლერია.

ვფიქრობ, ილიას დამარცხების ყველაზე კარგი შანსი გეიჯის აქვს. მას შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა, ახლა კი ის უფრო სწორი ტაქტიკით იჩხუბებს, რამაც შეიძლება წარმატება მოუტანოს“.

ცნობისთვის, გეიჯიმ (26-5) ბოლოს მიმდინარე წლის მარტში რაფაელ ფიზიევი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება პიმბლეტს (23-3), მან ზედიზედ 9 ბრძოლა მოიგო, ბოლოს კი აპრილში სწორედ ჩენდლერი დაამარცხა, ხოლო არმან ცარუკიანის ბოლო ბრძოლა გასული წლის აპრილით თარიღდება, როცა „ახალქალაქელმა“ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირას მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია შეაქო და მასთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა
„შესანიშნავი მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია შეაქო და მასთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა