ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ცარუკიანი თუ თოფურია?“ - ოლივეირამ ფავორიტი დაასახელა

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიას და არმან ცარუკიანის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.

ბრაზილიელმა მებრძოლმა, რომელიც გასული წლის აპრილში ცარუკიანთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, ხოლო მიმდინარე წლის ივნისში - თოფურიასთან ნოკაუტით დამარცხდა, მიიჩნევს, რომ „ახალქალაქელისა“ და „მატადორის“ დაპირისპირებაში ფავორიტი ილია იქნება, თუმცა ბრძოლა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი იქნება.

„ერთი ძალიან კარგი გრეპლერია, მეორეს კი ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ვფიქრობ, არმანი ძალიან სახიფათო და წარმოუდგენლად გამძლე ბიჭია, მაგრამ თოფურიას გამარჯვების შანსები უფრო მაღალია. ეს შესანიშნავი ჩხუბი იქნება“, - განაცხადა თოფურიამ Thunderpick-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ოლივეირა მომდევნო ბრძოლას უკვე 11 ოქტომბერს გამართავს - რიო-დე-ჟანეიორში დაგეგმილ UFC Fight Night 261-ზე „დუ ბრონქსის“ მეტოქე რაფაელ ფიზიევი იქნება.

რაც შეეხება თოფურიას, მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის ჯასტინ გეიჯის ან პედი პიმბლეტს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ში ასეთი პირველი სწორედ მე ვიქნები“ - თოფურიას ახალი სურვილი
„UFC-ში ასეთი პირველი სწორედ მე ვიქნები“ - თოფურიას ახალი სურვილი