ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ვიტირე და განრისხებული ვიყავი“ | ოლივეირამ ილიასთან ჩხუბი გაიხსენა

ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან გამართული ორთაბრძოლა გაიხსენა. „ელ მატადორმა“ „დუ ბრონქსი“ პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა, რაზეც ბრაზილიელმა Ag Fight-თან ისაუბრა.

„ილიასთან გამართული ჩხუბის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ დამატებით ორი დღით დავრჩენილიყავი. მათ დავუჯერე და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად იყო. მინდოდა, რვაკუთხედში რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი და მზად ვარ.

ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება და ძალიან რთულმა მეტოქემ დამაფინიშა. სახლში დამწუხრებული დავბრუნდი, ვიტირე და განრისხებული ვიყავი, თუმცა ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ: „დაჭრილი ლომი — ისევ ლომია.“ 12 ოქტომბერს განახებთ, რომ ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა.“

შეგახსენებთ, რომ ოლივეირა მომდევნო ორთაბრძოლას რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ გამართავს. მათ ჩხუბს რიო-დე-ჟანეირო უმასპინძლებს და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა სეზონი მარცხით გახსნა - მამარდა სათადარიგო იყო
ლივერპულმა სეზონი მარცხით გახსნა - მამარდა სათადარიგო იყო