სამტერის ჩელენჯერი | ბასილაშვილმა პირველი ეტაპი გადალახა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამტერის ჩელენჯერზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე ATP-ის რეიტინგის 154-ე ნომერი კრისტოფერ ეუბანკსი იყო.
ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორე ასეთივე ანგარიშით დათმო, მესამეში კი 7:5 იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა.
მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე მერფი კასონესა (173) და დარვინ ბლანჩს (404) შორის გამარჯვებული იქნება. კასონე-ბლანჩის შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ სამტერის ჩელენჯერი 125-ქულიანი ტურნირია, რომელიც სამხრეთ კაროლინის ქალაქ სამტერში წელს პირველად ტარდება.