NBA-ის ტოპ 20 კალათბურთელი ევრობასკეტზე | რომელზე არიან მამუ და გოგა
Yahoo Sports-მა NBA-ის კალათბურთელებისგან, რომლებიც 2025 წლის ევრობასკეტზე იასპარეზებენ, რეიტინგი შეადგინა. ტოპ 20-ში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი მოხვდა - სანდრო მამუკელაშვილი მეოცე ადგილზეა, გოგა ბითაძე - მეთორმეტეზე.
„სანდრო მამუკელაშვილი ნაკლებად ცნობილი მოთამაშეა, რის გამოც, მისი რეიტინგში მოხვედრა შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ არ შეცდეთ. სანდროს მეტოქის დაცვის გაწელვა ძალიან კარგად გამოსდის. მამუკელაშვილი თავისუფალ სივრცეში შესანიშნავად გადაადგილდება, შეუძლია, არასწორი გაცვლა გამოიყენოს და შეტევის ინიციატორ კალათბურთელს ყოველთვის ეხსნება. საქართველოს ნაკრების წარმატებაში მას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება.“
„მიუხედავად იმისა, რომ ორლანდო მეჯიქში მცირე როლი ჰქონდა, გოგა ბითაძე მაინც NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი იყო. გოგას შეუძლია, დაცვის ლიდერი იყოს და ორლანდოში მეტი სათამაშო დრო რომ მიეცეს, აქვს შანსი, წლის საუკეთესო დამცველის ჯილდოს კანდიდატი გახდეს. თუმცა, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში უამრავი სროლის დაბლოკვას უნდა დასჯერდეს“
ცნობისთვის, რეიტინგის პირველ ადგილზე ნიკოლა იოკიჩია. მეორე პოზიციას იანის ანტეტოკოუნმპო იკავებს. ლუკა დონჩიჩი მესამეა, ფრანც ვაგნერი - მეოთხე, ალპერენ შენგუნი - მეხუთე, დენი ავდია - მეექვსე, ლაური მარკანენი - მეშვიდე, კრისტაპს პორზინგისი - მერვე, ბოგდან ბოგდანოვიცი - მეცხრე, სანტი ალდამა - მეათე.