ლაშა ოდიშარია, ხიხონის სპორტინგი
Aa
Aa

„ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება“ | AS-ი ოდიშარიაზე წერს

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი ლატვიური „რფს“-ის ქართველ შემტევის, ლაშა ოდიშარიას ხიხონის „სპორტინგში“ შესაძლო ტრანსფერზე წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბები სატრანსფერო თანხაზე ისევ ვერ თანხმდებიან, რის გამოც ესპანელებმა შესაძლოა ალტერნატიული ვარიანტების ძებნა დაიწყონ.

„სენეგალელი საყრდენი მამადუ ლოუმი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ხიხონთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. რაც შეეხება ასიერ გარიტანოს მოთხოვნილ კიდევ ორ ტრანსფერს - ცენტრალურ მცველს და გარემარბს, აქ ბასკ სპეციალისტს მოცდა მოუწევს.

გარემარბის პოზიციაზე კლუბმა ლაშა ოდიშარიას კანდიდატურა შეარჩია. ქართველ ფეხბურთელს „სპორტინგში“ თამაში სურს, თუმცა ესპანურ კლუბს „რფს“-ის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ სურს.

თუ უახლოეს საათებში მოლაპარაკებებში წინსვლა არ იქნება, „ხიხონი“ ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოდიშარიას „რფს“-ის ბოლო 4 მატჩში არ უთამაშია, თუმცა, CrystalSport-ის ინფორმაციით, ლაშას ამ ეტაპზე საზარდულის ტრავმა აწუხებს და გუნდს ევროტურნირებზე ამის გამო ვერ ეხმარება - შესაძლო ტრანსფერი უთამაშებლობასთან კავშირში არაა.

2025 წლის სეზონში ოდიშარიამ რფს-ის რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არცერთი ოფიციალური წინადადება“ | რას წერს Le10Sport დავითაშვილზე
„არცერთი ოფიციალური წინადადება“ | რას წერს Le10Sport დავითაშვილზე