ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ოდიშარიას ესპანური ვარიანტი | შესაძლოა, კარიერა ლა ლიგა 2-ში გააგრძელოს

ესპანური El comercio-ს ინფორმაციით, 22 წლის მარჯვენა გარემარბმა ლაშა ოდიშარიამ შესაძლოა კარიერა ესპანურ ხიხონის „სპორტინგში'' გააგრძელოს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა აღნიშნულ კლუბში თამაშის სურვილი გამოხატა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შანსი რეალურია.

2024 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თბილისის „დინამომ'' ოდიშარია 350 000 ევროდ ლატვიურ რფს-ში გაყიდა. ლაშამ ევროპა ლიგასა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა და მის კარიერაში ახალი ეტაპის დროა. მოსალოდნელია რომ მიმდინარე ზაფხულში კლუბს შეიცვლის და კარიერის გაცილებით მაღალ დონეზე გააგრძელებს. მისი პროგრესიდან გამომდინარე, მან ეს დაიმსახურა.

ხიხონის „სპორტინგი'' ლა ლიგა 2-ში თამაშობს, გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ლაშას ამ ეტაპზე საზარდულის ტრავმა აწუხებს და გუნდს ევროტურნირებზე ამის გამო ვერ ეხმარება, შესაძლო ტრანსფერი უთამაშებლობასთან კავშირში არაა.

2025 წლის სეზონში ოდიშარიამ რფს-ის რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კვარაცხელია ოქროს ბურთზეა ნომინირებული
ოფიციალურად - კვარაცხელია ოქროს ბურთზეა ნომინირებული